Quarry Trail -- Bikepark

Quarry trail - Bikepark will be community-run bike park, based on experiences of the different kinds of professionals - trailbuilders and riders, landscape architects and biologists, who will work from the early stages of planning the unique site specific masterplan.

ლანდშაფტის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, დენდროლოგებთან, ველოსპორტის ფედერაციის სპეციალისტებთან და ადგილობრივი თემის დაინტერესებულ წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმარდება კარიერის გასწვრივი რამდენიმე ტრეკი, სარეკრეაციო არე, შეკრების ადგილები, მცირე მოსასვენებელი პავილიონი და კაბინური ღამისსათევები (Kabinox © 2022 ).

ტრანსკარიერული ველოპარკის ტერიტორიაზე დენდროლოგიური კვლევების საფუძველზე აღდგება და შეიქმნება ადგილსპეციფიკური სარეკრეაციო დანიშნულების არეალი (კემპინგი, პავილიონები, სადამკვირვებლო კოშკები და ა.შ).

სპორცმენებს სხვადასხვა რეგიონიდან. თრიალეთის ქედი თავისი რელიეფით და კარიერის მიმდებარე ტერიტორიის გრუნტი შესანიშნავი

შესაძლებლობების ასპარეზს ხსნის პროექტის განხორციელებისთვის.

მოეწყობა დენდროლოგიური პარკი სარეკრეაციო დატვირთვით.

ველოპარკის ტერიტორიაზე მოწყობილი ღონისძიებების (როგორც სპორტული ისე სამოყვარულო) დროს ადგილობრივ თემს კომერციული

აქტივობებით ჩართულობის შესაძლებლობა მიეცემა (ადგილობრივი კერძები, გიდები მიმდებარე ტერიტორიების ღირსშესანიშნაობებზე,

საოჯახო სასტუმროების მობილიზება და ა.შ). ტრანსკარიერულ ველოპარკში მოწყობილი ღონისძიებები შექმნის პირდაპირ ეკონომიკურ

სარგებელს კომპანიის საქმიანობის არეალის გარშემო მცხოვრები თემებისთვის.

ველოპარკის სწორი მენეჯმენტის და გეგმარების შემთხვევაში შესაძლებელია შეიქმნას სტანდარტი რომელიც გავრცელდება სხვა კარიერებზეც,

მათ შორის გაჩნდება კავშირი და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ველოგზების ქსელის შექმნის პრეცენდენტზე