The future and prosperity of any branch of science much depends upon the skilled specialists trained for future work in various spheres. Having got school education a young man can make a random choice of his future profession that is permissible for some specialties but not for Geology as it is a branch requiring not only the theoretical knowledge but practical field geological works and a specific way of life. Field geological works together with the theoretical and laboratory works are absolutely necessary for geology students to get well-trained and skilled specialists; in spite of the great efforts of the Georgian Technical University Administration the organization of field works of the required volume and duration is still an outstanding problem because of the absence of base camp. The represented Project will undoubtedly help the bachelors and masters and promote the carrying out of practical field works and implementation of the appropriate diploma thesis.
Noteworthy is that the authors have chosen the Kavtiskhevi open pit because its geological characteristics are typical for this region; there can be observed artificial exposures as well and so the students can get well acquainted with the geological condition of the region; The Kaspi region, where the Kavtiskhevi open pit is located, represents an interesting area from the geological point of view.
Besides, the Kaspi limestone pit, located not far from Tbilisi, is a remarkable training ground for geology students.
The implementation of the Project envisages participation of students and schoolchildren of "the Saturday School" as well. The participation in the geological field trips is the precondition to train modern young people properly and empower them to make right choice of their future profession. It is important for young people to consider carefully all the aspects of the aforementioned profession, arouse interest regarding this job and ecologic problems; young people have to apprehend the great importance of geology in economic development of the our country and make their world-view harmonized with nature.
No lectures and laboratory works carried out skillfully can substitute the personal observations in nature. The best laboratory is the nature. Only during field trips personally observing geologic processes a student can apprehend the significance of geologic factor in the formation of geographical environment.
------------------------
ნებისმიერი დარგის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სპეციალისტი მოვა ამა თუ იმ სფეროში. შეიძლება სკოლის კურსდამთავრებულმა აირჩიოს სპეციალობა შემთხვევით, შეიძლება ეს დასაშვებია ზოგიერთი სპეციალობისათვის, მაგრამ დაუშვებელია გეოლოგიისათვის, ვინაიდან ეს არის დარგი, რომელიც მოითხოვს არა მარტო დიდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ საველე სამუშაოებს და ცხოვრების განსაკუთრებულ წესს. კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის გეოლოგიური პროფილის სტუდენტს თეორიულ და ლაბორატორულ სამუშაოებთან ერთად აუცილებლად ესაჭიროება საველე-გეოლოგიური პრაქტიკა, რომლის ორგანიზება საკმარისი მოცულობით და ხანგრძლივობით, მიუხედავად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ძალისხმევისა, კვლავ პრობლემას წარმოადგენს საველე ბაზის უქონლობი გამო. წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები უდავოდ დაეხმარება და ხელს შეუწყობს ბაკალავრებს და მაგისტრებს საველე პრაქტიკის გავლას და
შესაბამისი სადიპლომო ნაშრომების შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ შერჩეული კავთისხევის კარიერის გეოლოგიური თავისებურებები არის ტიპიური ამ რეგიონისათვის, ამიტომ მისი შესწავლა საშუალებას მისცემს სტუდენტებს წარმოდგენა მიიღონ რეგიონის გეოლოგიურ აგებულებაზე. ასეთ შესწავლას ხელს უწყობს ისიც, რომ კარიერზე არსებობს ხელოვნურად შექმნილი გაშიშვლებები. ამასთან, კასპის რაიონი, სადაც მდებარეობს კავთისხევის კარიერი, გეოლოგიურად საინტერესო რეგიონს წარმოადგენს.
ამავე დროს კასპის კირქვის კარიერი არის შესანიშნავი სასწავლო პოლიგონი გეოლოგიური პროფილის სტუდენტებისათვის და მდებარეობს თბილისთან ახლოს.
სტუდენტებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მიიღებენ გეოლოგიური ,,შაბათის სკოლაში" გაერთიანებული მოსწავლეებიც. გეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობა იმის საწინდარია, რომ კარგად აღიზარდოს თანამედროვე ახალგაზრდა და მას საშუალება მიეცეს გააკეთოს სწორი არჩევანი მომავალი პროფესიის შერჩევისას. მნიშვნელოვანია გაიხსნას ბავშვის წინაშე გეოლოგიური პროფესიის ყველა ასპექტი, გამოიწვიოს მასში ინტერესი ამ საქმისა და ეკოლოგიური პრობლემების მიმართ, ახალგაზრდებმა უნდა აღიქვან თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გეოლოგიას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და ბუნებასთან ჰარმონიული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული ლექციები და ლაბორატორული სამუშაოები, ვერ შეცვლის პირად დაკვირვებებს ბუნებრივ პირობებში. ყველაზე კარგი ლაბორატორია არის ველი. მხოლოდ საველე პირობებში, პირადი დაკვირვებებით გეოლოგიურ პროცესებზე, ახალგაზრდა შეძლებს აღიქვას გეოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობა გეოგრაფიული გარემოს ფორმირებაში.